კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები მოზარდთა ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან

7 მაისი, 2007

არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის 2006 წლის გადაწყვეტიელბას აპროტესტებენ. მის მიხედვით კანონში „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მთლიანი თავი გაუქმდა,
რომელიც ტელევიზიებს ინტიმურ თუ ძალადობის ამსახველ სიუჟეტებზე გარკვეულ შეზღუდვებს უწესებდა.

როგორც საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, აღნიშნული შეზღუდვები მაუწყებელთა ქცევის კოდექსშია გათვალისწინებული. თუმცა, ამ კოდექსის მიღება უკვე 3 წელია, ვერ ხერხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობელთა გაერთიანებამ“ როგორც პარლამენტს, ისე კომუნიკაციების ეროვნულ გაერთიანებას არაერთხელ მიმართა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ყიფიანი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აცხადებს, „კოდექსი კომუნიკაციების კომისიამ უნდა მიიღოს, მაგრამ ეს კომისია საზოგადოების ინტერესთა იგნორირებას ახდენს. როგორც ჩანს, მისთვის საზოგადოების ინტერესები მეორეხარისხოვანია. კომისიას არა მარტო ჩვენ, არამედ არაერთმა ორგანიზაციამ მიაწოდა საკუთარი შენიშვნები. თუმცა, ისინი ამ საკითხზე სასაუბროდ არც გვხვდებიან და არც სხვა ორგანიზაციების შენიშვნებს ითვალისწინებენ.“

კომისია კოდექსის განხილვას 18 მაისს აპირებს. როგორც გიორგი ყიფიანი ამბობს, ამ დღეს არასამთავრობოები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ და იმედი აქვთ, რომ კომისიის სხდომაზე დასწრებასაც მოახერხებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ კოდექსის მიღება ამჯერადაც გადაიდება, როგორც ეს ბოლო 3 წლის განმავლობაში ხდება.

ეკა გულუა

ახალი ამბები