კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საწვრთნელი ვარჯიშების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა

7 მაისი, 2007

ადიგენის რაიონის მოსახლეობა რამდენიმე დღეა გაურკვევლობასა და შიშში ცხოვრობს. გამაყრუებელი სროლის ხმა მამლების ყივილთან ერთად უკვე სოფლის ,,იდილიად“ იქცა.

,,ზარბაზანია თუ რა უბედურებაა ვერ გეტყვით, საშინელი ხმა აქვს, მერე კი სროლას მიწის ზანზარი მოსდევს ხოლმე. საწვრთნელი ვარჯიშებიაო, ასე გავიგეთ,” - ყვება ადიგენის რაიონის სოფელ ხევაშნის მკვიდრი მთვარისა მაჭარაშვილი.

როგორც ადიგენის მოსახლეობა აცხადებს აფეთქებების შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიბზარა.

ორფოლოს პოლიგონზე საწვრთნელი ვარჯიშები უკვე დაიწყო. 
შარშანდელ ვარჯიშს ახალციხის რაიონის მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა, უკმაყოფილოთა რიცხვს წელს ადიგენის რაიონის მოსახლეობამაც დაემატა.

ორი კვირის წინ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ახალციხის ოფისმა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს თხოვნით მიმართა, რათა ეცნობებინათ ის საზღვრები, სადაც საწვრთნელი ვარჯიშები ოფიციალურად ტარდება, თუმცა, პასუხი დღემდე არ მიუღიათ. 

ადიგენის მოსახლეობა შეშფოთებას გამოთქვამს ამ ფაქტთან დაკავშირებით და ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები