კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ყველასგან მიტოვებულები“ დანებებას არ აპირებენ

11 მაისი, 2007

„ჩვენ ყველასგან მიტოვებული ხალხი ვართ, ამიტომ საკუთარ თავს თვითონ მოვუვლით და ამაში დღეიდან ვერავინ შეგვეწინააღმდეგება,“ - ასეთ განცხადებას ქუთაისში მცხოვრები დევნილები დღეს უკვე საჯაროდ, პირველ რიგში, ქვეყნის ხელისუფლების გასაგონად აკეთებენ. მათი გაღიზიანება სასტუმრო „ქუთაისიდან“ გასახლებას მოჰყვა. აღნიშნული პროცესი გასულ კვირას დაიწყო და მართალია, ნელი ტემპით, თუმცა, ხმაურიანად გრძელდება.

„ხალხი მოტყუებით გაჰყავთ. არაფერს ერიდებიან და ავეჯს დღისა და ღამის მანძილზე ერთნაირად ეზიდებიან. დაცალეს სასტუმრო და ჩვენ არაფერს გვეკითხებიან. ძაღლად არავინ გვაგდებს. ამაზე დიდი ტრაგედია არა მგონია არსებობდეს. ასეთი ყოფა სიკვდილის ტოლფასია,“ - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი შოთა მილორავა.

ის და მისი მეზობლები, რომლებმაც დახმარებისთვის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს მიმართეს, აცხადებენ, რომ ყველაზე მეტად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დამოკიდებულება აღიზიანებთ. გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, მათ არაერთხელ მიმართეს მინისტრ გიორგი ხევიაშვილს, მაგრამ უშედეგოდ.

დევნილების სარჩელი, სასტუმროს მფლობელი შპს „ინტერინვესტის“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ განხილულა. მათთვის დათქმული ვადა გასახლების შესახებ პირველ მაისს ამოიწურა. თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ სასტუმროდან ფეხს არ მოიცვლიან:
„ყველა პირობა შეგვიქმნეს, რომ მოთმინების ფიალა აგვევსოს და წავიდეთ, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ. მოულოდნელად მოიშალა კანალიზაცია, ოთახებში ნიაღვარივით ჩამოდის წყალი. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. მიუხედავად ამისა, დანებებას არ ვაპირებთ,“- ასეთია „ყველასგან მიტოვებულების“ პოზიცია.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან  

ახალი ამბები