კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის საპყრობილეში პატიმრებს უხეშად ექცევიან

15 მაისი, 2007

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში პატიმრები ცუდ პირობებსა და ბადრაგის მხრიდან უხეშ დამოკიდებულებაზე ჩივიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით პატიმართა ახლობლებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს მიმართეს: „ის, რაც ქუთაისის ციხეში ხდება, აუტანელია. პატიმრებს ისე ექცევიან, თითქოს ადამიანები არ იყვნენ. თვითონ დაშინებული არიან თუ რა სჭირთ, არ ვიცი. ფაქტია, ამის შესახებ ხმამაღლა არ ან ვერ აცხადებენ. მე დედა ვარ და გული მტკივა. თან მეშინია, ეს ყველაფერი უბედურებით არ დასრულდეს,“ - აცხადებს ერთ-ერთი (ჯერჯერობით გაუსამართლებელი) პატიმრის მშობელი.

იმ ფაქტს, რომ პატიმრების მხრიდან პრეტენზიები უხვადაა, არც საპყრობილის მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარე მანანა მანაგაძე უარყოფს. თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის მოგვარება გაძნელდება, თუკი პატიმრები ამაზე პირდაპირ არ განაცხადებენ და პრეტენზიებს კონკრეტული ფაქტებით არ დაადასტურებენ.

„მე ვიცი, რომ პატიმრების უფლებები აშკარად იქღვევა, მაგრამ თუ მათ ამის შესახებ ოფიციალურად არ მომმართეს, უფლება არ მაქვს, ვიმოქმედო. როცა ციხეში შევდივარ, მიწევს მათგან მსგავსი რაღაცეების მოსმენა. თუმცა, ოფიციალურად ამის დადასტურება უჭირთ. ვერ დავადასტურებთო, ამბობენ. იყო შემთხვევა, კარცერში (ეს იყო განსაკუთრებული ტიპის კარცერი) საწოლი არ იდგა და პატიმარს ფეხზე, გაუსაძლის პირობებში უწევდა ყოფნა. ამის შესახებ ჩვენ იუსტიციის სამინისტროს მივმართეთ და საკითხი მოგვარდა. პატიმარი კარცერიდან გამოიყვანეს. ასე რომ თუ ისინი პრობლემების შესახებ ხმამაღლა განაცხადებენ, ვეცდებით, საკითხი მოვაგვაროთ,“ - ამბობს მანანა მანაგაძე.

მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარე, დანარჩენ წევრებთან ერთად, პატიმრების მონახულებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

შორენა კაკაბაძე ქუთაისიდან 

ახალი ამბები