კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტარმა ბესო ჯუღელმა გადაიფიქრა ჟურნალისტისთვის სასამართლოში ჩივილი

17 მაისი, 2007

მმართველი პარტიის  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა, პარლამენტარმა  ბესო ჯუღელმა გადაიფიქრა  ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაიფიქრა.

პარლამენტის შენობაში,  გუშინ  გამართულ პრესკოინფერენციაზე, პარლამენტარმა განაცხადა, რომ მას აქვს  „სრული მორალური და სამართლებრივი საფუძველი“ იმისა, რომ საკუთარი ღირსების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, თუმცა უარს ამბობს ამაზე, რათა არ მოხდეს  ეთნიკური  თემით სპეკულირება: „მოვუწოდებ ყველას, ამით ამოიწუროს ინციდენტი, მასმედიას კი ვთხოვ, რომ  მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს  ეთნიკური თემების გაშუქებისას“, თქვა ჯუღელმა. 

ეკა კვესიტაძემ გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებულ თავის  პუბლიკაციაში,  სათაურით: „ჯუღელიზმი“, პარლამენტარი რადიო „უცნობსა“ და „ტელეიმედში“  ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით  გაკეთებული არაკორექტული გამონათქვამების გამო გაააკრიტიკა: „დიდი ხანია საქართველოში ასეთი ანტი-სომხური, სხვა ეროვნული უმცირესობების დამამცირებელი, შოვინისტური, სრულიად აღმაშფოთებელი განცხადებების გაკეთება არავის გაუბედავს,“ - წერდა კვესიტაძე  „24 საათში“.

ბესო ჟუღელმა არაკორექტული გამონათქვამებისთვის  უკვე  მოიხადა საჯაროდ ბოდიში, თუმცა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კვესიტაძის სტატიაში  მისთვის მიწერილი  ციტატა - „ეს კანონი ( საუბარია ხელისუფლების ინიციატივაზე, რომელიც   თბილისის ისტორიულ უბნებში სოლიდარული მოსაკრებლის დაწესებას ითვალისწინებს - media.ge) ქართველების წინააღმდეგ არ არის მიმართული, ამ ისტორიულ უბნებში ძირითადად სომხები, აზერბაიჯანელები ქურთები და სხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს,“ - სინამდვილეში არ თქმულა და ეს ჟურნალისტის გამიზნული ტყუილი იყო.

ამის დამადასტურებელი  ჩანაწერი, ჯუღელის განმარტებით, რადიო „უცნობში“ არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ რადიოგადაცემის წამყვანმა  ეკა ხოფერიამ  მას  ოფიციალურად აცნობა, რომ რამდენადაც მას ახსოვს, მსგავსი ფორმულირების ფრაზა  პარლამენტარს არ უთქვამს.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები