კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები პრეზიდენტის ინიციატივას აპროტესტებენ

23 მაისი, 2007

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღოს ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „პატიმრობის შესახებ“ მოქმედ კანონში ცვლილებებსა და დამატებებს ითვალისწინებს.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „პატიმრობის შესახებ“ არსებულ კანონმდებლობაში დისციპლინის დარღვევებზე პასუხისმგებლობის ზომები საკმარისად არის მოცემული.

პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები კი უფლებას აძლევს ციხის დირექტორს, გამოიყენოს ადმინისტრაციული პატიმრობა 10-დან 90 დღემდე ვადით, როგორც ადმინისტრაციული სასჯელის სახე, გამოყენებული პატიმრების მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისთვის და კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობისათვის. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ემატება სასჯელის მოხდის საერთო ვადას. იმ შემთხვევაში, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს იმავე სახის დანაშაულს, შესაძლებელია იმავე სახის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება 20-დან 90 დღემდე ვადით. ციხის დირექტორის გადაწყვეტილება იგზავნება შესაბამის ადგილობრივ სასამართლოში, სადაც საკითხი არაუგვიანეს 48 საათისა უნდა გადაწყდეს.

გიორგი ჩხეიძის განცხადებით, აღნიშნული პატიმრობის შეფარდების დროს არ არის დაცული პატიმრის ისეთი ძირითადი უფლებები, როგორებიცაა საკუთარი მოსაზრების წარმოდგენის, ადვოკატის ყოლის უფლება და სხვა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორის მერი მერფის განცხადებით, ინიცირებული ცვლილებები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და აგრეთვე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სხვა, შიდა თუ საერთაშორისო სამართლებრივ აქტს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები