კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომბუდსმენი იმ პირთა დასჯას ითხოვს, ვინც ტელერადიოკომპანია „თრიალეთის“ ქონება გაანადგურა

30 მაისი, 2007

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იმ პირთა დასჯას ითხოვს, ვინც  ტელერადიოკომპანია „თრიალეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე,  მედიაორგანიზაციის დამფუძნებლის, ბადრი ნანეტაშვილის „კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონება უკანონოდ გაანადგურა“.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციის სამმართველოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ  „თრიალეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ლითონის ღობის დემონტაჟის პროცესი ასახულია ვიდეო ფირზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ პროცესს ხელმძღვანელობდა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი რევაზ გოგიაშვილი.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, იმსჯელოს იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინეს და უზრუნველყოს ნანეტაშვილისათვის უკანონო დემონტაჟით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სუბარმა  საქმის მასალები პროკურატურაში სათანადო რეაგირებისათვის გადააგზავნა.

21 მაისს, სუბარს განცხადებით მიმართა  „თრიალეთის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯონი ნანეტაშვილმა.  როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, განცხადებისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად გაირკვევა, რომ „თრიალეთი“, 2005 წლიდან, საიჯარო ხელშეკრულებით, ფლობს სს „ქართული ფილმის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 10 წლით, 2015 წლის 1 მაისამდე.

18 მაისს ჯონი ნანეტაშვილმა მიიღო გორის მუნიციპალიტეტის 2007 წლის 17 მაისის 475-ე ბრძანების საფუძველზე გამოცემული თანდართული შეტყობინება, რომლის მიხედვითაც „თრიალეთის“ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარე  ტერიტორიაზე მოწყობილი ლითონის ღობის დემონტაჟს ითხოვდნენ. მიწერილობაში არ არის მითითებული დემონტაჟის მოთხოვნის საფუძველი.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები