კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციის“ განხორციელებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების პაკეტის პრეზენტაცია გაიმართა

30 მაისი, 2007

გუშინ,  სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოში ევროპის  საბჭოს „ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციის“ განხორციელებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების პაკეტის პრეზენტაცია გაიმართა. რეკომენდაციები  საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკური უმცირესობების საბჭომ სახელმწიფო უწყებებისა და მედიისათვის შეიმუშავა.

პროცესს კოორდინირებას უწევდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და მასში ადგილობრივი  და საერთაშორისო ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.

პრეზენტაციას, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამისა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) მხარდაჭერით ჩატარდა,  საქართველოს მთავრობის, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციები  გულისხმობს  ეროვნული უმცირესობებით  კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების, მათი კულტურის და ტრადიციების დაცვისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პროცესში  ჩართვის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას.  ზოგიერთი რეკომენდაცია მედიისთვის არის განკუთვნილი. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მედიაში ხშირად ფიქსირდება ეთნიკური შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიური დამოკიდებულების გამოხატვის შემთხვევები, ამიტომ, ამ ფაქტების გამოვლენის მიზნით, მონიტორინგი უნდა განხორციელდეს.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ასევე ითხოვს, რომ გაფართოვდეს ქართული ტელეარხების მაუწყებლობის არეალი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და  მომზადდეს ახალი გადაცემები უმცირესობებისათვის, არსებულის ქრონომეტრაჟი კი გაიზარდოს.

„ევროპის ჩარჩო კონვენციას ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ საქართველო 2005 წლის 13 ოქტომბერს შეუერთდა. კონვენცია ძალაში 2006 წლის 1 აპრილს შევიდა.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები