კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დისკუსია კამპანიაზე „ბოდიში“

30 მაისი, 2007

მიმართვა აფხაზი ხალხისადმი - „ბოდიში“, ასე ეწოდება იმ კამპანიას, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმდინარე წლის 14 მარტს დაიწყო და რომელსაც დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დისკუსია მიეძღვნა. დიასკუსიას სტუდენტები და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიმართვას აუდიტორიაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. სტუდენტების აზრი თავიდანვე ორ ნაწილად გაიყო. სტუდენტთა ერთი ნაწილის განცხადებით, ქართულ საზოგადოებას შესწევს იმის უნარი, რომ ბოდიში მოიხადოს. თუმცა, ისინი აქვე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის მზად და არც აქვს სურვილი იმისა, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგას.

თუმცა, აუდიტორიაში, მიმართვისადმი რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებაც გაჩნდა. სტუდენტთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველებს საბოდიშო არაფერი აქვთ, ამ კამპანიით პრობლემა ვერ მოგვარდება და დაკარგულ ტერიტორიას საქართველო მხოლოდ ომით თუ დაიბრუნებს.  

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები