კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივ არხზე ახალი თოქ-შოუ გავა, რომელიც ეროვნული უმცირესობების პრობლემატიკას გააშუქებს

30 მაისი, 2007

 
2 ივნისიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ახალი ტოქ-შოუ გავა, რომელიც  ეროვნული უმცირესობების პრობლემატიკას გააშუქებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა, გუშინ, საქართველოში ევროპის  საბჭოს „ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციის“ განხორციელებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების პაკეტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ თოქ-შოუ  იქნება ერთგვარი ტრიბუნა უმცირესობის წარმომადგენლებისთვის, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, ისაუბრონ იმ პრობლემატიკაზე რაც მათ აწუხებთ.

„თუმცა, პროგრამა არ შემოიფარგლება მხოლოდ დისკუსიით - გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს საქართველოში მცხოვრები უმცირესობების კულტურის, ისტორიის  თანამედროვე ცხოვრების გაშუქებას,“ - აღნიშნა კინწურაშვილმა.

მისივე ცნობით, სატელევიზიო პროგრამის პრეზენტაცია თბილისის ისტორიულ ნაწილში - აბანოთუბანში მოეწყობა.

„ღია ცის ქვეშ გაიმართება კონცერტი ეთნიკური ჯგუფების მონაწილეობით. ქართველი  მომღერლები კი  უმცირესობების ენაზე საესტრადო სიმღერებს შეასრულებენ,“ - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.

მისივე ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი სექტემბრიდან მაყურებელს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილების ციკლს შესთავაზებს.

კინწურაშვილის განცხადებით, ცენტრალური მედია ნაკლებ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს და ეს დისკრიმინაციული პრაქტიკა უნდა აღმოიფხვრას.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები