კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ახალი გაზეთის“ ჟურნალისტები ერთი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული ქუთაისის №2 საპყრობილის უფროსის ოთახში

8 ივნისი, 2007

7 ივნისს, „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტი დეა მანაგაძე და ფოტოკორესპონდენტი მადლენა მამასახლისი ქუთაისის # 2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების უფროსის, ლევან ფაჩულიას ოთახში ერთი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ჟურნალისტები გაჩხრიკეს, ჩამორთმეული ციფრული ფოტოკამერიდან კი  მთლიანად წაშალეს გადაღებული კადრები.

„ახალი გაზეთის“ რედაქციიდან იტყობინებიან, რომ 7 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე, მანაგაძე და მამასახლისი ქუთაისის №2 საპყრობილის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, პატიმრებისთვის ამანათების გადაცემის პროცესში არსებული ხარვეზების თაობაზე საგაზეთო პუბლიკაციის მოსამზადებლად მივიდნენ.

ჟურნალისტები  ამანათების განყოფილებაში მყოფ პატიმრების ნათესავებსა და ახლობლებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ.

მანაგაძე და მამასახლისი ციხის დაცვამ  უპრობლემოდ შეუშვა. პრობლემები მას შემდეგ შეიქმნა, რაც ფოტოკორესპონდენტმა ამანათის გადაცემის პროცესის ამსახველი ფოტო გადაიღო. „ახალი გაზეთის“ თანამშრომლები ფაჩულიას ოთახში აიყვანეს, ისინი იქ გაჩხრიკეს და ციფრული ფოტოაპარატიდან ძველი და ახალი კადრები წაუშალეს. 

„როდესაც ჟურნალისტი დამიკავშირდა და მაცნობა ციხეში შექმნილი პრობლემების თაობაზე, დაუყოვნებლივ მივედი შემთხვევის ადგილზე, თუმცა, დაცვამ ციხეში შესვლის საშუალება არ მომცა. ტელეფონით დავუკავშირდი ბატონ ფაჩულიას, რათა გამეგო, რა მოხდა რეალურად, თუმცა, ფაჩულიას უხეშმა სატელეფონო საუბარმა გამაოცა. თუკი ჟურნალისტებმა კანონის გვერდის ავლით მოახერხეს შენობაში შესვლა, რატომ მისცა მათ დაცვამ ამის საშუალება? -  ამბობს „ახალი გაზეთის“ მთავარი რედაქორი ია ბობოხიძე.

ამასთან, ბობოხიძემ განმარტა, რომ ციხის ადმინისტრაციისგან ჟურნალისტებს  გადაღების ნებართვა  არ ჰქონდათ, მაგრამ შენობაში შესვლის შემდეგ, მათ არ გაუშვეს შესაძლებლობა გადაეღოთ კადრები.

„ახალი გაზეთის“ მთავარი რედაქტორის ინფორმაციით, დაკითხვის შემდეგ შედგა ორგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც არ გააცნეს ჟურნალისტებს. დაშლილი ფოტოაპარატი და ჟურნალისტის მოწმობები მანაგაძეს და მამასახლისს დაუბრუნეს.

სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის გია გიორგაძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა, სასჯელაღსრულების დაწესებებულებებში,  ნებართვის გარეშე აკრძალულია.

ამასთან, გიორგაძის თქმით, შესასწავლია, შემდგომ, რამდენად კანონიერად მოხდა ჟურნალისტების მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები