კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ, საქართველოს მთავრობას, ჟურნალისტის სასარგებლოდ 1 500 ევროს გადახდა დააკისრა

8 ივნისი, 2007

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ილნარ გორელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება) გარანტირებული განმცხადებლის უფლების სათანადო დაცვა.

გაზეთ „მერიდიანი 44“-ის (გამოცემა შეწყდა 2001  წელს - media.ge)  ჟურნალისტმა ილნარ გორელიშვილმა ამ გაზეთის 2000 წლის 3-5 ივლისის ნომერში გამოაქვეყნა სტატია პარლამენტარ გივი ლომინაძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. სტატიაში მოყვანილი იყო ცნობები ლომინაძის ქონებრივი დეკლარაციიდან, რასაც ერთვოდა ჟურნალისტის მოსაზრებები ქონების წარმოშობის შესახებ.

გივი ლომინაძემ მიიჩნია, რომ სტატიამ შელახა მისი რეპუტაცია და ჟურნალისტისა და გაზეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება და გავრცელებული ცნობების უარყოფა.

ილნარ გორელიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და მორალური ზიანისათვის 20 ათასი ევროს და სასამართლოს ხარჯებისათვის - 5 800 ევროს ანაზღაურება მოითხოვა.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში განმცხადებლის სასარგებლოდ 1500 ევრო უნდა გადაიხადოს. გადაწყვეტილება, გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში, ძალაში სამ თვეში შევა.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები