კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჟურნალისტებს კვლავ არ უშვებენ

12 ივნისი, 2007

 ტელეკომპანია „თრიალეთის" ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში დაცვამ არ შეუშვა. დაცვის თანამშრომელს ჟურნალისტისთვის მიზეზი არ განუმარტავს, მხოლოდ ის თქვა, რომ ბრძანებას ასრულებს. ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა, ქარელის ხელისუფლებას, შენობაში არ შეშვების გამო, ერთი სასამართლო პროცესი უკვე მოუგეს.

25 მაისს, მოსამართლე ზაზა რამიშვილის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტებს გამგეობის შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის და პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება უნდა მისცემოდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტს არ გაუსაჩივრებია, თუმცა, ჟურნალისტს პრობლემა კვლავ შეექმნა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მხარეებს სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებიათ. ნინო ჩიბჩიურის განცხადებით, ქარელის გამგეობაში სასამართლო გადაწყვეტილებას  არ ემორჩილებიან და  აქ გამგებლის გია ზანარდიას მიერ დადგენილი წესებით  მოქმედებენ. ქარელის გამგებელი გია ზანარდია მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-250 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები