კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პაატა ზაქარეიშვილს სტუდენტებთან შეხვედრაში ხელს უშლიან

5 ივლისი, 2007

ზუგდიდში ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოსულ პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ქალაქის ბიბლიოთეკის დარბაზსა და სამხატვრო გალერიაში შეხვედრის ჩატარებაზე უარი უთხრეს.

შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდები სამოქალაქო ინიციატივისათვის“ მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრის მიზანი პოლიტოლოგთან აფხაზეთის საკითხზე დისკუსიის მოწყობა იყო.  როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე გურამ ჩიხლაძე ამბობს, მან შეხვედრის თაობაზე წინასწარ გააფრთხილა ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მაგრამ შეხვედრის დღეს მან უარყოფითი პასუხი მიიღო: „ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივედით ბიბლიოთეკაში, მაშინ შეხდევრის გამართვაზე თანხმობა მივიღეთ, დღეს კი რატომღაც უარით გამოგვისტუმრეს. არც გალერიაში შეგვიშვეს,“ - ამბობს თემურ ჩიხლაძე.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მისი კონსტიტუციური უფლება შეილახა. მისივე თქმით, ის მომხდარის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობას უახლოეს მომავალში მიაწვდის.

მოგვიანებით, სტუდენტებთან შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია “ათინათში” გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის ეგიდით ჩატარდა. როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, ევროკავშირი დაინტერესებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სამოქალაქო სექტორის აქტიურობას და იმ თემებზე ღია სუბარს, რაც საზოგადოებისთვის  დახურულია. 

მსგავსი შეხვედრები იმერეთის რამდენიმე ქალაქში ქუთაისში, წყალტუბოსა და სამტრედიაში ჩატარდა.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები