კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა ევროსასამართლოს მიმართა

11 ივლისი, 2007

უზენაეს სასამართლოს დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის განხილვის ვადა ეწურება.

გირგვლიანის ოჯახის ადვოკატის შალვა შავგულიძის განცხადებით, საკასაციო ინსტანციას საქმის განხილვა ჯერაც არ დაუწყია. ადვოკატი უზენაეს სასამართლოს საქმის წარმოების ვადების დარღვევაში ადანაშაულებს. შავგულიძემ უკვე გაგზავნა საჩივარი ევროპის სასამართლოში, სადაც აღწერილია სასამართლოს აღნიშნული დარღვევები.

ამ ბრალდებას უზენაესი სასამართლო არ ეთანხმება. როგორც სასამართლოში განმარტავენ, საკასაციო საჩივარი სისხლის საქმეთა კოლეგიაში 2007 წლის 30 იანვარს შევიდა, რის გამოც საქმის განხილვის ვადის ათვლა სწორედ ამ თარიღიდან იწყება. შალვა შავგულიძის მტკიცებით კი, სასამართლოს კანცელარიაში  საჩივარი მან 11 იანვარს შეიტანა და შესაბამისად, ვადა დღეს, 11 ივლისს იწურება.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები