კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სანდრო გირგვლიანის დედამ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა

12 ივლისი, 2007

გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული საჩივარი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დარეგისტრირდა. ის სტრასბურგის სასამართლოში გირგვლიანის დედამ, ირინა ენუქიძემ გაგზავნა.

როგორც "მედიანიუსს" გარდაცვლილის ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, საჩივარს, სახელწოდებით - "ენუქიძე საქართველოს წინააღმდგე", სარეგისტრაციო ნომერიც მიენიჭა. მის თანახმად, ირინა ენუქიძის მიმართ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა. ესენია: მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება, მე-3 მუხლი - წამების აკრძალვა, მე-6 მუხლი - სამართლიანი სასამართლოს უფლება და მე-13 მუხლი - ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანობა. ირინა ენუქიძე ევროპის სასამართლოსგან ამ მუხლების დარღვევის აღიარებას მოითხოვს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები