კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის წაქეზებით ადამიანის უფლებათა ცენტრში შეიჭრნენ

12 ივლისი, 2007

დღეს, 12-სთ-სა და 50-წთ-ზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისში, 7 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში დაკარგული 26 წლის ბიჭის გიორგი გველუკაშვილის ახლობლები შეიჭრნენ და ცენტრის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილი ჰქონდა ტექნიკის დამტვრევისა და ოფისში მყოფი ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობის ფაქტსაც.

როგორც ისინი აცხადებდნენ, მათი აღშფოთება სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერით, გიორგი გველუკაშვილის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით გადაცემულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომელიც 10 ივლისს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაავრცელა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდის დაკარგვის ფაქტზე შს გურჯაანის სამმართველოში წინასწარი გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ასევე აღნიშნული იყო, რომ პოლიცია ძებნით სამუშაოებში გვიან ჩაერთო.

არასამთავრობო ორგანიზაციის რეგიონულ ოფისში შეჭრამდე, გველუკაშვილის ახლობლები შს გურჯაანის სამმართველოს უფროსთან იმყოფებოდნენ, რა დროსაც პოლიციის უფროსმა შოთა ბეჟანიშვილმა ცენტრის კოორდინატორისგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა, რაზედაც, უსაფუძვლობის გამო, უარი მიიღო.

ადამიანის უფლებათა ცენტრი თვლის, რომ პოლიციამ სწორედ ამის შემდეგ წააქეზა აღელვებული ადამიანები, რათა ვითარება ორგანიზაციის ოფისში ამ ფორმით გაერკვიათ. საგულისხმოა, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მოთხოვნის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლები ხულიგნობის აღსაკვეთად ოფისში მხოლოდ ჩხუბის დასრულების შემდეგ მივიდნენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით, ინციდენტს ორგანიზაციის რეგიონული ოფისის თანაშრომლებზე ზეწოლად აფასებს და შესაბამის ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები