კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომპოზიტორები საქართველოს სახელმწიფოს ევროსასამართლოში უჩივიან

13 ივლისი, 2007

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი ევროპის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

როგორც გუშინ, კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის სხდომაზე შემოქმედებითი კავშირის წევრებმა განაცხადეს, კომპოზიტორთა კავშირის ბორჯომის დასასვენებელი სახლის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა უკანონო და ამორალური ფაქტია.

კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვაჟა აზარაშვილის თქმით, გაურკვეველია, რის საფუძველზე დაარეგისტრირა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კომპოზიტორთა კავშირის დასასვნებელი სახლი, როგორც სახელმწიფო ქონება.

შემოქმედებითი კავშირის წევრებმა სარჩელი ბორჯომის სასამართლოში უკვე შეიტანეს, უახლოეს მომავალში კი ევროსასამართლოს მიმართავენ.

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო კომპოზიტორებს პირველ სექტემბრამდე შენობის ინვენტარისგან დაცლას სთხოვს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები