კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს სად-ის სპეცდაცვის ჯარისკაცთა მდგომარეობის შესწავლა სთხოვა

18 ივლისი, 2007

რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველის წარმომადგენლები თბილისის #6 საპყრობილეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის #14 ქვედანაყოფის ჯარისკაცებს შეხვდნენ. საუბარში ჯარისკაცებმა იმ გაუსაძლის პირობებზე ისაუბრეს, რომელშიც მათ სამსახურის მოხდა უწევთ.

ჯარისკაცთა ინფორმაციით, მათი განთავსების ადგილას არ არის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები. ჯარისკაცები არ არიან უზრუნველყოფილნი ნორმალური საკვებით, მათი რაციონი ერთფეროვანია გარდა ამისა, მათ ქვედანაყოფში არ არის დაცული ჰიგიენის მოთხოვნები; არ ხდება სამხედრო ფორმების გამოცვლა, აქვთ წყლის პრობლემა და აბანოთი მხოლოდ კვირაში ერთხელ სარგებლობენ. არა აქვთ კომუნიკაციის საშუალებები და ვერ ახერხებენ ოჯახებთან დაკავშირებას.

ჯარისკაცების განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის #14 ქვედანაყოფი არ არის უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით და საჭიროების შემთხვევაში ექიმი დიდი ხნის დაგვიანებით მიდის.

ამასთან, როგორც ქვედანაყოფის ჯარისკაცები აცხადებენ, ისინი მუდმივად განიცდიან ზეწოლას ზემდგომების მხრიდან. ჯარისკაცებს არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გასაუბრების დამთავრების საშუალება მისცეს.

ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს გია ქავთარაძეს და საკითხის შესწავლა და ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კანონშესაბამისი ზომების მიღება სთხოვა.

წყარო: სახალხო დამცველი აპარატის საინფორმაციო სამმართველო

ახალი ამბები