კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი არასრულწლოვანი დამნაშავის კონფედენციალობის დაცვას ითხოვს

19 ივლისი, 2007

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ახალი ინციატივით გამოდის, რომელიც მოზარდების უფლებების დაცვის მიზნით, შესაბამის საკანონმდებლო ბერკეტების შექმნას ითვალისწინებს.

სუბარის განცხადებით, ბოლო პერიოდში ქართული მედიით არასრულწლოვანთა კრიმინალის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციებმა ფართომასშტაბიანი კამპანიის სახე მიიღო. აუცილებელია აღნიშნული ფაქტების გაშუქებისას ორგანიზაციებმა გაითვალისწინონ ბავშვთა უფლებების კონვენცია და დაიცვან მოზარდთა კონფიდენციალურობა.

ამ თემაზე დღეს სახალხო დამცველის თაოსნობით მრგვალი მაგიდა მოეწყო, რომელსაც ადამიანის უფლებათა დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და გენერალური პროკურატურისა და განათლების სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სახალხო დამცველის განმარტებით, არასრულწლოვანთა მიმართ არაეთიკურ მიდგომას ცივილიზებულ საზოგადოებაში არათუ არ გააჩნია რაიმე ანალოგი, არამედ ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ვალდებულებასთან, დაიცვას არასრულწლოვანი დამნაშავის კონფედენციალურობა.

სუბარის ინიციატივის მიხედვით, არასრულწლოვანთა იდენტიფიკაციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია მედიის საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირება.

მისივე აზრით, შესაძლოა, აღნიშნული ეთიკის ნორმების დარღვევის გამო იურიდიულ ან ფიზიკურ პირებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

აღნიშნული ინიციატივით სახალხო დამცველი პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის წარდგენას აპირებს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები