კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია ტრეფიკინგის თემაზე გადაღებული ფილმის პრეზენტაციას გამართავს

20 ივლისი, 2007

დღეს კინოს სახლში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოაწყობს დოკუმენტური ფილმის - „ტრეფიკინგი - XXI საუკუნის მონობა“  პრეზენტაციას.

ფილმი რეალურ ფაქტებზეა აგებული და მისი მიზანია ქართველი საზოგადოების ინფორმირება ტრეფიკინგის საშიშროების შესახებ. ნამუშევარში ასევე ნახავთ ექსპერტების შეფასებებს.

ფილმი რეჟისორმა გია ალავიძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებისა და ადამიანით ვაჭრობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაიღო.

პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის, გენერალური პროკურატურის, ყველა უფლებამოსილი სამინისტროს, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. მოსაწვევები ასევე დაეგზავნათ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საკონსულოებს. სამომავლოდ ფილმის ჩვენება სხვადასხვა ქართულ ტელეარხებზე იგეგმება.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები