კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებს ჩაქვშიც დაუნგრევენ

23 ივლისი, 2007

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე 173 საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი მოხდება, ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ იმ ადამიანებმა აცნობეს, რომელთაც უსახლ-კაროდ დარჩენა ემუქრებათ. მათი რიცხვი 1000-მდე აღწევს.

საცხოვრებელი სახლების მეპატრონეებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვთ. ოჯახების დიდი ნაწილი მრავალშვილიანია და მაღალმთიანი აჭარიდან, ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წლების წინ არის ჩამოსახლებული.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თენგიზ ზოიძის ინფორმაციით, მიწები, სადაც აღნიშნული საცხოვრებელი სახლები დგას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და სახლების დემონტაჟი კანონიერია.

დასანგრევ სახლებში მცხოვრებთა დიდ ნაწილს წასასვლელი არსად აქვს. მოსახლეობა გამგეობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სახლების დემონტაჟის შემთხვევაში, აჭარის მთავრობის შენობის წინ, შიმშილობის აქციის დაწყებას აპირებს.

გელა მთივლიშვილი

ახალი ამბები