კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია საკონსტიტუციო სასამართლოში შალვა რამიშვილის ინტერესებს დაიცავს

24 ივლისი, 2007

საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოამზადა და სასამართლოში ტელეკომპანია „202“-ის თანადამფუძნებელს,  გამოძალვის ბრალდებით გასამართლებულ შალვა რამიშვილს წარმოადგენს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას აყენებს.

გასაჩივრებული მუხლი ერთიანად ართმევს ყველა პატიმარს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. არსებული კანონით, მათ არც ხმის მიცემა შეუძლიათ და არც საკუთარი კანდიდატურის დაყენება.
 
როგორც ორგანიზაციის მიერ 23 ივლისს გავრცელებულ ცნობაშია ნათქვამი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუცია იზიარებს უფლებათა პროპორციული შეზღუდვის პრინციპს, არაკონსტიტუციურია ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის აქტიური საარჩევნო უფლების იმაზე მეტად შეზღუდვა, ვიდრე, ეს, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

„კონსტიტუციური სარჩელით ჩვენ მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრებისთვის აქტიური საარჩევნო უფლების (უფლება აირჩიოს) აღდგენას ვითხოვთ,“ - აცხადებს საია.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ პატიმართათვის აქტიური საარჩევნო უფლების ერთიანი და განურჩეველი ჩამორთმევა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის მე-3 მუხლის (თავისუფალი არჩევნების უფლება) დარღვევად მიიჩნია საქმეში „ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“. საქართველო აღნიშნული ოქმის ხელმომწერი სახელმწიფოა და ევალება შეასრულოს ამ ოქმიდან და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები