კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის საკრებულო სტუდენტების მასობრივ დისკრიმინაციას ახდენს

24 ივლისი, 2007

 ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 19 ივლისის დადგენილებით, პირველი აგვისტოდან 31 აგვისტომდე აჭარაში საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტი“ განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 300 სტუდენტი უნდა დასაქმდეს. დასაქმებული სტუდენტების შრომით ანაზღაურებას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში თითოეულ მათგანზე 250 ლარს ითვალისწინებს, ბათუმის ბიუჯეტი დააფინანსებს. სტუდენტები რეგისტრაციას უკვე მესამე დღეა გადიან.

როგორც მათ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აცნობეს, საზაფხულო სამუშაოებში მხოლოდ იმ განმცხადებლებს აქვთ დასაქმების პერსპექტივა, რომლებმაც საკრებულოს მოთხოვნით, განცხადებასთან ერთად სოციალურად დაუცველი ოჯახის მოწმობის ასლი, მრავალშვილიანი ოჯახის დამადასტურებელი ცნობა ან რეკომენდაცია წარადგინეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბარში, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ კახიძე არ უარყოფს, რომ ათასამდე განმცხადებლიდან მხოლოდ ის სტუდენტები დასაქმდებიან, ვინც სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან და რეკომენდაციებს ფლობენ.

აღნიშნულს სტუდენტები აპროტესტებენ. მათი თქმით, ბევრი მათგანის ოჯახი „სიღარიბის დაძლევის პროგრამაში“ ვერ მოხვდა, შესაბამისად ღატაკთა კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს არ ფლობენ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ფინანსურად შეძლებული ოჯახებიდან არიან და არ უჭირთ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შესაბამის ორგანოებს, მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს  სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, ორგანიზაციის იურისტები სწავლობენ აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, რომლის შემდეგაც იმ დადგენილებებს, რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გელა მთივლიშვილი

ახალი ამბები