კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი მთავრობის სხდომიდან გამოაგდეს

24 ივლისი, 2007

აჭარაში გამომავალი დამოუკიდებელი გაზეთის „ბათუმელების“ კორესპონდენტი ემზარ დიასამიძე, აჭარის მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს და სხდომის დაწყებამდე შენობიდან გააძევეს.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, აჭარის მთავრობის აპარატის პროტოკოლისა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი ჭეიშვილმა, მას სხდომაზე დასწრების თხოვნაზე, უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ ჟურნალისტს აკრედიტაცია არ ჰქონდა გავლილი. „მას შემდეგ, რაც ჭეიშვილის ამ გნაცხადების დიქტოფონით ჩაწერა დავაპირე, მისი მითითებით ადმინისტრაციული შენობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შენობიდან გამომაგდეს“- აცხადებს ჟურნალისტი.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის სხდომა ღია იყო, მისი გადაღების საშუალება საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ აჭარის ტელევიზიის, აჭარის რადიოს და გაზეთ „აჭარის“ კორესპონდენტებს მიეცათ.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციაში განუცხადეს, მათ ჯერ კიდევ 2007 წლის იანვარში მიმართეს წერილობით აჭარის მთავრობას, ჟურნალისტისა და ფოტოკორესპონდენტის აკრედიტაციის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.  აჭარის მთავრობის აპარატის წერილში ნათქვამია, რომ „მასმედიასთან ურთიერთობის საკითხების ოპერატიულად უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის ა/რ აპარატში, სამინისტროებსა და მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებში ფუნქციონირებენ შესაბამისი სამსახურები (პასუხისმგებელი პირები), რომლებიც საჭიროებისამებრ დაუყოვნებლივ გაგიწევენ სათანადო დახმარებას თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით“.

გაზეთი „ბათუმელები“ 2007 წელს აჭარის მთავრობის არცერთ სხდომაზე არ დაუშვიათ.

გელა მთივლიშვილი აჭარიდან

ახალი ამბები