კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ტელერადიო კომპანია „თრიალეთის“ საკითხის შესწავლა დაიწყო

27 ივლისი, 2007

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობის ერთი ნაწილის მიმართვის შესწავლა დაიწყო, რომელშიც რეგიონის მცხოვრებნი პრეზიდენტს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ დახურვისგან გადარჩენას სთხოვენ.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ტელე-რადიო კომპანია 17 წლის  მანძილზე მოსახლეობის გვერდით იდგა, მათ ინტერესებს იცავდა და ქვეყნის ბედზე ზრუნავდა, ბოლო დროს „თრიალეთზე“ განხორციელებულმა ზეწოლამ კი შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო. მიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ შიდა ქართლის რეგიონსა და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ისინი მხოლოდ „თრიალეთის“ საშუალებით იგებენ.

აღნიშნული საკითხის შესწავლა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელს გიორგი ცაბაძეს დაევალა.

ცაბაძის თქმით, ამ ეტაპზე საჭირო მასალის შეგროვება მიმდინარეობს. იგი ტელე-რადიო კომპანიაზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ოფიციალურ პასუხს ადგილობრივი საკრებულოსგან ელოდება და კომენტარს მხოლოდ ოფიციალური დასკვნის მომზადების შემდეგ გააკეთებს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები