კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის ჩარევით ძალადობის მსხვერპლი ბავშვთა სახლში გადაუყვანეს

27 ივლისი, 2007

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრმა შემოსული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვან უ-ს საკითხი შეისწავლა.

6 წლის უ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 26 ივლისს გვიან ღამით ქუჩაში იპოვეს და „ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრში~ მიიყვანეს. სამედიცინო შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვს სხეულისა და სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. ბავშვის თქმით, დაზიანებები მას დედამ მიაყენა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უ-მ უამბო, რომ დედა სცემდა და გვიანობამდე ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა.

საკითხის შესწავლის მიზნით სახალხო დამცველმა გლდანი-ნაძალადევის რესურსცენტრს მიმართა. დადგინდა, რომ უ. ნამდვილად იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და სასტიკ პირობებში უწევდა ცხოვრება.

სახალხო დამცველის გლდანი-ნაძალადევის რესურსცენტრმა შესაბამისი ზომები მიიღო და ამჟამად უ. ბავშვთა სახლის ბინადარია.

როგორც სახალხო დამცველისთვის გახდა ცნობილი, რესურსცენტრმა 6 წლის უ-ს დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ამასთან, დასადგენია, ხომ არ იკვეთება დედის მხრიდან სისხლის სამართლებრივი ქმედებების ნიშნები.

წყარო: სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციის სამმართველო

ახალი ამბები