კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ახალგაზრდა იურისტები" მიწის მესაკუთრეებს უფლებების დაცვას ჰპირდებიან

31 ივლისი, 2007

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის მთავრობის 20 ივლისის დადგენილებას აპროტესტებს. ამ დადგენილებით თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩა #50-ში მცხოვრებ მოქალაქეებსა და სხვა ათობით მიწის მესაკუთრეს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების დაკარგვა ემუქრებათ.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე აღნიშნავს, ამ დადგენილების თანახმად, შესაბამისი მიწის ნაკვეთები 1994-1998 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის არაუფლებამოსილმა ორგანომ, კერძოდ, მუნიციპალიტეტის კოლეგიამ გასცა. ამის გამო მიწების განკარგვის დამადასტურებელი დადგენილებები უკანონოა და ბათილად ცნობას ექვემდებარება.

თბილისის მთავრობის 20 ივლისის დადგენილებას ის მოტივი უდევს საფუძვლად, რომ ამ წლებში მუნიციპალური ქონების განკარგვის უფლება მხოლოდ თბილისის  მერს ჰქონდა. როგორც გიორგი ჩხეიძე აცხადებს, მერიამ უკვე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება 1994-1998 წლებში მიღებულ დადგენილებებზე, რაც მესაკუთრეთათვის მიწის ჩამორთმევას გულისხმობს. საუბარია დაახლოებით 200 000 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე.

„აღნიშნული დადგენილებით, მუნიციპალური ქონების განკარგვის უფლება არა მარტო მერს, არამედ მუნიციპალიტეტის კოლეგიასაც ჰქონდა. ამდენად, ამ მოტივით ბინების ჩამორთმევა უკანონოა  და ამით მესაკუთრის უფლება ირღვევა,“ - აღნიშნა გიორგი ჩხეიძემ.

როგორც ასოციაციის ადვოკატი ირაკლი ცნობილაძე აცხადებს, ასოციაცია მზად არის მერიის დადგენილების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეების უფლებები როგორც თბილისის მთავრობაში ამ საკითხის საჯარო განხილვისას, ისე სასამართლოში დაიცვას.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები