კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმართა ახლობლებს არასრულწლოვანთა კოლონიასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ

14 აგვისტო, 2007

თბილისი.14.08.07.მედიანიუსი. ავჭალაში მდებარე არასრულწლოვანთა კოლონიასთან მისასვლელი გზა ამ დროისათვის გადაკეტილია. საპატრულო პოლიცია პატიმრების ახლობლებსა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კოლონიასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

როგორც "მედიანიუსს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანმა ბესარიონ აბაშიძემ განუცხადა, პოლიცია არღვევს მათი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უფლებას, რომელიც მათ თავად საქართველოს პრეზიდენტისგან აქვთ მინიჭებული. "კოლონიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 100 ბავშვი რუსთავის მეორე კოლონიაში გადაიყვანეს. თუმცა, აღნიშნული ცვლილების მიზეზი არავის  განუმარტავს. უცნობის, თუ რა მდგომარეობაა ამ დროისათვის კოლონიის ტერიტორიაზე", - განაცხადა ბესარიონ აბაშიძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა პროკურატურის ცხელ ხაზზე უკვე დარეკეს და აცნობეს საპატრულო პოლიციის უკანონო ქმედების შესახებ.

როგორც აღნიშნული ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, გზის უკანონო გადაკეტვის გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა გიორგი გრიგალაშვილმა მიიღო.

ახალი ამბები