კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებამ "სონი-ცენტრს" მაღაზია "საუნჯის" ფართი შესთავაზა

22 აგვისტო, 2007

თბილისი.22.08.07.მედიანიუსი. ეკონომიკური განვითარების მინისტრის გიორგი არველაძის განცხადებით, შენობების პირდაპირი წესით მიყიდვების სისტემა იარსებებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. "აღარ იქნება პირდაპირი მიყიდვები. თუ იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვექნება განსაკუთრებულ ინვესტიციებთან", - აღნიშნა არველაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ეკონომიკის მინისტრმა "სონი-ცენტრის" ფართთან დაკავშირებით განაცხადა,  რომ ხელისუფლებამ მაღაზიის მფლობელებს უკვე შესთავაზა ალტერნატიული ფართი, მაღაზია "საუნჯის" ადგილი, თუმცა "სონი-ცენტრის" ხელმძღვანელობამ "საქწიგნის" ტერიტორიის პირდაპირი წესით მიყიდვა მოითხოვა.
არველაძის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება უცვლელი.

დღესვე გიორგი არველაძემ იუსტიციის სამინისტროს  შენობაზეც ისაუბრა. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული შენობა, რომელიც რუსთაველის გამზირის 30-ში მდებარეობს, სექტემბრის თვეში აუქციონის წესით გაიყიდება. შენობის საწყისი ფასი 12 მილიონი დოლარი იქნება.

მინისტრის თქმით, შენობის გასხვისებისას აუცილებელი პირობა იქნება, რომ ახალმა მესაკუთრემ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიანი მსოფლიო დონის სასტუმრო ააშენოს.

ახალი ამბები