კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახა ძაგანია: სააკაშვილმა შერჩევითი სამართალი დაამკვიდრა

22 აგვისტო, 2007

თბილისი.22.08.07.მედიანიუსი. დღეს ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ თბილისში ე.წ. კამიკაძე-აივნების ნგრევასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შერჩევითი სამართალი დაამკვიდრა და უბრალო მოქალაქეებისგან განსხვავებით, მთვრობის წევრებს პრივილეგიები მიანიჭა. 

"სააკაშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ აცხადებდა, რომ არ იქნებოდა პრივილეგიები, თუმცა როგორც ყოველთვის, პირობა დაარღვია. მაშინ, როდესაც უბრალო ადამიანებს უნგრევენ სახლებს, დიმიტრი ქიტოშვილის მამის ბინა, რომელზეც უკანონოდ არის მიშენება გაკეთებული, ხელს არავინ ახლებს. ეს მიშენება დიმიტრი ქიტოშვილის მთავრობაში მოსვლის შემდეგ გაკეთდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მის მეზობლებს უკვე დაუნგრიეს მიშენებები. სააკაშვილმა შერჩევითი სამართალი დაამკვიდრა და მისი მსახურები პრივილეგირებულები არიან. კეთილი ინებონ, ჯერ თავისი სახლები დაანგრიონ და მერე ჩვეულებრივი მოქალაქეების", - განაცხადა კახა ძაგანიამ.

ახალი ამბები