კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზედამხედველობის სამსახურმა "პირიმზის" შენობის დანგრევა დაიწყო

23 აგვისტო, 2007

 თბილისი.23.08.07.მედიანიუსი. დღეს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ფხოვის ქუჩაზე მდებარე შპს "პირიმზის" ხუთსართულიანი შენობის დემონტაჟი დაიწყო.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების განმარტებით, დამტკიცებული პროექტით "პირიმზის" შენობა ორსართულიანი  უნდა ყოფილიყო და აღნიშნული დარღვევის შესახებ ეცნობა "პირიმზის" მფლობელს მეპატრონემ  კი არ გაითვალისწინა ოფიციალური გაფრთხილება და კანონის შესაბამისად, მოხდება შენობის დემონტაჟი.

დამტკიცებული პროექტის სტანდარტების დარღვევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს შპს "პირიმზის" მეპატრონე გიორგი დევდარიანი, რომლის მტკიცებითაც, მან მერიის შესაბამის სამსახურებთან სწორედ ხუთსართულიანი შენობის პროექტი შეათანხმა და ზედამხედველობის სამსახურისაგან რაიმე გაფრთხილება არ მიუღია.

ახალი ამბები