კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო ბიუჯეტის 430 მილიონი ლარით გაიზრდება

10 სექტემბერი, 2007

თბილისი.10.09.07.მედიანიუსი. საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 430 მილიონი ლარით გაიზრდება. ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გობეჯიშვილმა წარადგინა. მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტიდან ყევლაზე მეტ დამატებით დაფინანსებას _ 315 მილიონ 845 ათას ლარს თავდაცვის სამინისტრო მიიღებს. ეს თანხა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, თავდაცვის სისტემის რეფორმის გატარებასა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოხმარდება.

51 მილიონი ლარით გაიზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება, საიდანაც 11 მილიონი ქვეყნის საზღვრის დაცვის ღონისძიებებს მოხმარდება.

21 მილიონი ლარის დამატებით ასიგნებას ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, 11 მილიონ ლარს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო 3 მილონ ლარს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებენ.

3 მილიონი ლარი მთლიანად პროგრამა `კარდაკარის~ დაფინანსებას მოხმარდება, რომელიც ამომრჩეველთა  სიების სრულყოფის მიზნით მათ კარდაკარ გადამოწმებას ისახავს მიზნად.

5,5 მილიონი ლარით იზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, რომელიც რთველის ჩასატარებელ ღონისძიებებზე დაიხარჯება. სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით 14 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

ახალი ამბები