კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს მუშაობის უფლება შეუზღუდეს

14 სექტემბერი, 2007

თბილისი.14.09.07.მედიანიუსი. მთავრობის კანცელარიაში მომუშავე ჟურნალისტებისათვის ახალი წესები ამოქმედდა. დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ, მე-12 სართულზე სხდომათა დარბაზის შესასვლელთან წითელი არშიით ბარიერი გაავლეს, რომლის გადალახვაც და მინისტრთან მიახლოება ჟურნალისტს სხდომის დაწყებამდე აეკრძალება.

როგორც მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, ახალი წესის შემოღების მიზეზი ის გახდა, რომ სხდომის დაწყებამდე კომენტარების ჩაწერისას ჟურნალისტები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს `მიკროფონებს პირში სჩრიდნენ~, რაც ამ უკანასკნელებს "არ სიამოვნებდათ".

ახალ წესს მასმედიის პროტესტი მოჰყვა. ჟურნალისტების თქმით, ამით მათ მინისტრებისაგან სასურველ საკითხზე წინასწარ ჩაწერის უფლება ფაქტობრივად წაერთმევათ. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კი, მინისტრები ჩვეულებრივ გამოვლენ ტრიბუნასთან და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.

ახალი ამბები