კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცველები საქართველოს მოქალაქის აზერბაიჯანში გატაცების საკითხს შეისწავლიან

19 სექტემბერი, 2007

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქის პავლე კოპალეიშვილის აზერბაიჯანში გატაცების საკითხი "უყურადღებოდ არ იქნება დატოვებული".

დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ზღულაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაცემულ იმ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელშიც ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცეული კოპალეიშვილის გატაცების ამბავია ასახული.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტრეფიკინგის პრობლემის არსებობის თვალსაზრისით, საქართველო წლების განმავლობაში ე.წ. მესამე კატეგორიის ქვეყნების რიცხვში იყო მოქცეული, შემდეგ მეორე კატეგორია მიენიჭა, ამჟამად კი პირველი კატეგორიის ქვეყნებში აღმოჩნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მხრივ არსებული სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ტრეფიკინგის შემთხვევების მიხედვით, კონკრეტულ კატეგორიას ცალკეულ ქვეყნებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს.

"საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა, როგორც სამართლებრივი, ისე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში დანერგილი პრაქტიკისა და შესაბამისი სანქციების თვალსაზრისით. ეს საკითხი საქართველოში პრიორიტეტულია და არც კონკრეტული შემთხვევა იქნება უყურადღებოდ დატოვებული", - აღნიშნა ეკა ზღულაძემ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები