კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძარცვა მკვლელობით დასრულდა

24 სექტემბერი, 2007

 23 სექტემბერს კურორტ აბასთუმანში რუსთაველის #36-ში მცხოვრებ ბაღნიკიანების ოჯახს შეიარაღებული მძარცველები დაესხნენ თავს. თავდასხმას ერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა.

ოთხი შეიარაღებული ნიღბიანი ბაღნიკიანების სახლში ღამის ორ საათზე შევიდა. იმ დროისათვის სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი, რძალი, შვილიშვილები და სტუმრად მყოფი გათხოვილი ქალიშვილი იმყოფებოდნენ.

მოხუცი ცოლ-ქმარი მარტო ცხოვრობენ. მათი შვილი რუსეთშია წასული. რძალი და შვილიშვილები მხოლოდ ამ ბოლო ხანს გადავიდნენ მათთან საცხოვრებლად. იმ ღამეს შემთხვევით აღმოჩნდა სახლში ბაღნიკიანების გათხოვილი ქალიშვილი სუსანა ბაღნიკიანიც: "უცებ შემოიჭრნენ ოთახში, მე და ჩემს რძალს ხელები შეგვიკრეს და თოფის კონდახებს გვირტყამდნენ. მესმოდა მშობლების ყვირილიც. ვყვიროდი, მაგრამ მეუბნებოდნენ გაჩერდი თორემ მოგსპობთო", - გვითხრა მან.

ამ არეულობის დროს მეორე საძინებლიდან ფანჯრიდან ჩუმად გაიპარნენ შვილიშვილები, რომლებმაც თავდასხმაზე პოლიციას შეატყობინეს პოლიციელი, 43 წლის თენგიზ ჩილინგარაშვილი ბინაში ფანჯრიდან გადადიოდა. მოხუცს იგი თავდამსხმელი ეგონა და გაისროლა. გასროლა სავალალო შეგედით დასრულდა – პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა.

ოჯახის უფროსი მიშა ბაღნიკიანი სახლში არ იყო. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკვლელობა არ მომხდარა და იგი უბრალოდ დასაკითხად ჰყავთ წაყვანილი. 
 
ოჯახის წევრებმა არ იციან პოლიციამ დააკავა თუ არა თავდასხმაში ეჭვმიტანილები, ვერც იმას ხსნიან, ვინ ან რატომ უნდა შესულყიყო მათ ბინაში, ასევე არ პასუხობენ კითხვებს ჰქონდა თუ არა ოჯახის უფროსს იარაღი ან მისი შენახვის უფლება. 

შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული განყოფილების დაბა აბასთუმნის ქვეგანყოფილებაში კომენტარისაგან თავი შეიკავეს და არც შენობაში შესვლის უფლება მოგვცეს. მათი თქმით, ინფორმაციას საპატრულო პოლიციის პრეს-სამსახური გაავრცელებს. 


გულო კოხოძე, აბასთუმანი

ახალი ამბები