კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაგვიანებული კონტროლი

25 სექტემბერი, 2007

სამცხე-ჯავახეთში მოქმედი ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურების უმეტესობა დაილუქა. 13 სექტემბერს ახალციხეში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დღის წესრიგში ბენზინ და გაზგასამართი სადგურების ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობის გადამოწმება დადგა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მომხდარის მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ, ეკონომიკის სამსახურს ყველა მოქმედი ბენზინგასამართი სადგურის გადამოწმება დაავალა. 17 სექტემბერს, ამ მიზნით ახალციხეში ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.  ოცდაშვიდმა ბენზინგასამართმა და ოთხმა გაზგასამართმა სადგურმა მუშაობა შეწყვიტა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ "ბენზინგასამართი სადგურების ყველა მეპატრონეს გორში საპატრულო პოლიციის უფროსისთვის სრული ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა დაევალა. მუშაობას გააგრძელებს ის სადგური, რომელიც გადამოწმების შემდეგ დადებით პასუხს მიიღებს".

გიორგი კაპანაძის განმარტებით, ბენზინგასამართი სადგურები დასახლებული პუნქტიდან 25-30, ხოლო გზის ღერძულა ხაზიდან 18 მეტრით უნდა იყოს დაშორებული.

თუმცა ქალაქში არსებული არც ერთი ბენზინგასამართი სადგური არათუ 18, არამედ სამი მეტრითაც არ არის დაშორებული გზას.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები