კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიტყვის აქცია ბათუმში

25 სექტემბერი, 2007

დღეს, 14 საათზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ბიურომ დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვის აქცია - ,,რას ეტყოდით აფხაზ ხალხს 15 წლის შემდეგ” გამართა.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ, აფხაზეთის ომის მონაწილეებმა, სტუდენტემა და ბავშვებმა და რიგითმა გამვლელებმა ფურცლებზე თავიანთი მესიჯები დატოვეს აფხაზი ხალხისადმი.

„მიყვარხარ აფხაზეთო, ნოსტალგია მაქვს შენი, იმედი დაბრუნების არასოდეს დამიკარგია. ღმერთმა ქნას შერიგება მალე მოხდეს, ერთმანეთს შევუნდოთ და ვაპატიოთ იმ სასტიკი ძმათა ომის შეცოდებანი, რათა მომავალმა თაობამ ბედნიერად უირთიერთგაგებაში და სიყვარულში იცხოვრონ. გავუფრთხილდეთ მშვიდობას, ნურც ერთი მესამე ძალის ინტერესებს არ ანაცვლოთ ჩევნი შვილების სიცოცხლე. ღმერთი გფარავდეთა!!!", - ამბობს ნანა არახამია, რომელიც 15 წლის წინ, გაგრაში ცხოვრობდა.

14 წლის ედო მჟავანაძე, რომელმაც აფხაზ ხალხს მესიჯად გაუგზავნა: „ჩვენ ერთნი ვართ“. საუბარში  აღნიშნავს: „ახლობლები არ მყავს აფხაზები, მაგრამ ვიცი უფროსებისგან რაც მოხდა. მინდა აფხაზი მეგობრები მყავდეს“.

აქციაში მონაწილეობა იმ მოქალაქეებმაც მიიღო, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა.
ავთო გარჩავა, ომს დიდ შეცდომად აფასებს: „დალოცვილი ყოფილიყოს ყველა აფხაზი, მე ახლობლები მყავს იქ. ჩვენ არა ვარ იმ საუკუნეში, რომ იარაღის ენით ვილაპარაკოთ. მშვიდობით უნდა დავბრუნდეთ“.

„შევუნდოთ ერთმანეთს ჩადენილი ცოდვები... გავერთიანდეთ და გაბრწყინებულ საქართველოში ერთად ვიცხოვროთ“, დაწერა სოხუმელმა ლაშა გაბელიამ, რომელიც ახლა აფხაზი ხალხის მთავრობის წარმომადგენლობაში მუშაობს.

აქციის მონაწილეებს დაურიგდათ ტკბილეული ზედ მიმაგრებული ფურცლებით, რომლებზეც აფხაზურად და ქართულად ეწერა სიტყვები: "შევრიგდეთ", "ჩვენ თქვენ გვიყვარხართ"და ა.შ.

აქცია ზუმბას „გამარჯობა აფხაზეთო ჩემო“-ს ფონზე მიმდინარეობდა.
აფხაზეთის ომი 15 წლის წინ დაიწყო. დღეს კი ამ აქციით ხალხს საშუალება მიეცა  კიდევ ერთხელ გააანალიზოს მომხდარი და მიმართოს აფხაზ საზოგადოებას.

ახალი ამბები