კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნანა ბებიაშვილის საქმე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს

27 სექტემბერი, 2007

 ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნანა ბებიაშვილისა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. ზვიად ხუჯაძეს კვლავ 5 წლით, მამამზე ზოსიაშვილს 5 წლით, ნანა ბებიაშვილს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ნანა ბებიაშვილი დისშვილებთან მამაზე და მელიტონ ზოსიაშვილებთან და მათ მეგობარ ზვიად ხუჯაძესთან ერთად 2006 წლის 2 სექტემბერს თერჯოლის რაიონის გადასახვევში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს და მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსის რეალიზაციას ედავებოდნენ.

დაკავებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში ნანა ბებიაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება და სააპელაციო სასამართლოს ეს უნდა გაეთვალისწინებინა, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი დღემდე უკანონო პატიმარია.

ნანა ბებიაშვილის ადვოკატი ნიკო კანკავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 26 სექტემბრის განაჩენს უკანონოდ მიიჩნევს და "ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბრისას აღნიშნავს: "ჩემი დასაცავი პირის ნანა ბებიაშვილის მიმართ არ განხორციელდა მართლმსაჯულება ისე, როგორც ჩვენ ამას სააპელაციო საჩივარში ვითხოვდით და რაც კანონიერად მას ეკუთვნოდა. როგორც ჩანს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ჯერ მზად არ არის კანონიერი გადაწყვეტილებების მისაღებად და ამისი პრეცედენტის შექმნას უზენაესი სასამართლოდან ელოდება. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ საქმეს უზენაეს სასამართლოში და ჩვენი მოთხოვნა თუ იქაც არ დაკმაყოფილდა, ამ საქმით სტრასბურგამდეც მივალთ".

ნანა ბებიაშვილის ადვოკატმა საქმის გამოძიებაში არსებული დარღვევების შესახებ შს გენერალურ ინსპექციასა და გენერალურ პროკურატურას მიმართა, თუმცა, დღემდე მათგან რეაგირება არ არის.

ლელა ხიდაშელი, ქუთაისი

ახალი ამბები