კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია ოქრუაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

1 ოქტომბერი, 2007

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის, მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" წევრები: კოკა გუნცაძე, გია თორთლაძე და გიორგი ცაგარეიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმწერების შეგროვებას იწყებენ. მათ ასეთი გადაწყვეტიელბა მას შემდეგ მიიღეს, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ოქრუაშვილისთვის ორთვიანი წინასწარი პატმრობის შეფარდების შესახებ, ძალაში დატოვა.

ეს გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაცვის მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მყოფმა კოკა გუნცაძემ, გია თორთლაძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადეს და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. `მკვლელი სააკაშვილის სასამართლოს არ ვენდობით. ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ჩვენი სამუშაო ოფისი თბილისში, შარტავას ქუჩა #38-ში განთავსდება.

საერთო-სახალხო მოძრაობა დაწყებულია და მანამ არ დამთავრდება, ვიდრე საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილი და ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება და, საბოლოოდ, ეს კრიმინალური, მკვლელი ხელისუფლება არ წავა", - აღნიშნა კოკა გუნცაძემ.

გია თორთლაძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა კი სასამართლოს დღევანდელ სხდომას "სპექტაკლი" და "ფარსი" უწოდეს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები