კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მანიფესტი მიიიღო

17 ოქტომბერი, 2007

დღეს  საგურამოში „საერთო სახალხო მოძრაობის“ ეროვნულ საბჭოში გაერთიანებულმა ოპოზიციური პარტიების წევრებმა მანიფესტი მიიღეს, რომელიც იმ პრინციპებს ასახავს, რომელთა დამკვიდრებასაც „საერთო სახალხო მოძრაობა“ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეეცდება.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ საქართველოში შექმნილია უმძიმესი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, ხელისუფლება უზურპირებულია მიხეილ სააკაშვილის მიერ, ქვეყანაში გამეფებულია ტერორი, უგულვებელყოფილია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმყოფება სიღატაკეში, ხდება ეროვნული ფასეულობების ხელყოფა და მიმდინარეობს შეტევა მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, სამოქალაქო ინსტიტუტებსა და თავისუფალ ბიზნესზე.

მანიფესტის მიხედვით, სოციალური და პოლიტიკური კატაკლიზმების თავიდან აცილებისთვის აუცილებელია მთელი საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია.

მანიფესტის მიხედვით, კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ხალხის ნდობით აღჭურვილი ხელისუფლების არჩევა და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაა, რაც 2008 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საშუალებით უნდა განხორციელდეს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები