კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გალის რაიონში დღეს ერთდროულად სამი ავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომობილი დააყაჩაღეს

24 ოქტომბერი, 2007

გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაზე აფხაზი სეპარატისტების ყაჩაღურმა თავდასხმებმა თითქმის ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით აღჭურვილმა ბოროტმოქმედებმა დღეს სამი ავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომობილი გაძარცვეს.

გალში მცხოვრებ ქართველებს სოფელ საბერიოდან და დიხაზურგადან ზუგდიდში თხილი გადაჰქონდათ. შეიარაღებულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მგზავრებს და გაიტაცეს 30 ათასი ლარის ღირებულების თხილი, გარკვეული თანხა, ოქროულობა და მობილური ტელეფონები.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის გალის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თორნიკე კილანავას განცხადებით, თავდამსხმელები რამდენიმე დღის წინ ქართველი სამართალდამცავების მიერ მოკლული, აფხაზური დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელის მანუჩარ არშბას თანამოაზრეები იყვნენ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები