კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"თავისუფლების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი დააკავეს

25 ოქტომბერი, 2007

დღეს სამართალდამცველებმა ხობში პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ლევან დონდუა უკანონოდ დააკავეს.

ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, დონდუა აბაშაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აიყვანეს. პარტიის წევრებს კი საშუალება არ ეძლევათ პატიმარი მოინახულონ.

ზაზა გაბუნიას განმარტებით, ახალგაზრდული მოძრაობის წევრი გაუსაძლის პირობებში იმყოფება. პარტია "თავისუფლების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება აღნიშნული ქმედებით ცდილობს ხელი შეუშალოს 28 ოქტომბერს ზუგდიდში დაგეგმილი საპროტესტო აქციის ჩატარებას.

"მერაბიშვილი და მისი უწყება არღვევს ჩვენს უფლებებს. ისინი არც კონსტანტინე გამსახურდიას და არც იურისტს არ აძლევენ პატიმართან შეხვედრის უფლებას", - აღნიშნა ორგანიზაციის თავმჯდომარემ.


წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები