კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლერი ხაბელოვი ხელისუფლებას ეროვნული ნიშნით მის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

25 ოქტომბერი, 2007

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის დღევანდელი სხდომა ხმაურით დაიწყო. კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, რომელიც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა, სხდომის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის მისი, როგორც ერთ-ერთი გამოჩენილი პიროვნების, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულისა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის კანდიდატურა მხოლოდ მისი ეროვნების გამოა მიუღებელი.

ხაბელოვის განცხადებამ აღაშფოთა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი გიორგი გაბაშვილი, რომელმაც ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს „პოლიტიკურად ანგაჟირებული“ უწოდა და დასძინა, რომ ამგვარი განცხადების შემდეგ ხაბელოვის კანდიდატურა კომიტეტის პრეზიდენტის პოსტისთვის უფრო მიუღებელი გახდა.

ხაბელოვისა და გაბაშვილს შორის მომხდარი შელაპარაკების შემდეგ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები