კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეზერვისტის დაჭრის ფაქტზე საქმეა აღძრული

30 ოქტომბერი, 2007

კრწანისის პოლიგონზე გუშინ საღამოს დაჭრილი რეზერვისტის გიორგი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, საცეცხლე მომზადების დროს ინსტრუქტორი საწვრთნელ სროლას ასრულებდა, მის მიერ ნასროლმა ტყვიამ კი მიმართულება შეიცვალა და ნოზაძეს მოხვდა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნოზაძეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტს თირკმელი და ელენთა ამოკვეთეს.

ახლობლების განცხადებით, ნოზაძეს გულმკერდის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. 22 წლის გიორგი ნოზაძე უმაღლეს სამედიცინო სკოლა „აიეტში“ სამკურნალო ფაკულტეტის მეხუთე კურსზე სწავლობს. კრწანისის პოლიგონზე ის 18-დღიან სავალდებულო სამხედრო-სარეზერვო მომზადებას გადიოდა.

რეზერვისტ გიორგი ნოზაძის დაჭრის ფაქტს სამხედრო პოლიცია შეისწავლის. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიების მიზანია დაადგინოს, მომხდარი ფაქტი უსაფრთხოების ზომების დარღვევა იყო თუ უბედური შემთხვევა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები