კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები ზუგდიდის ინციდენტის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ

31 ოქტომბერი, 2007

„არასამთავრო ორგანიზაციათა კოალიცია - დემოკრატიისთვის“ 28 ოქტომბერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს გმობს და ხელისუფლებისგან დამნაშავეთა სათანადოდ დასჯას ითხოვს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა ორგანიზაციის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მომხდარზე რეაგირებას ელოდნენ. თუმცა, დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე პირების საქციელი მხოლოდ ადმინისტრაციულ ქმედებად შეფასდა და მათ ფულადი ჯარიმები დაეკისრათ, რაც არაადეკვატური სასჯელია. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ 28 ოქტომბერს მოხდა ძალადობა, სისხლის სამართლის კანონით დასჯადი ქმედება როგორც დეპუტატების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საზოგადოების წევრების მიმართ. ამიტომ ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირებისა და მომხდარზე დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.

როგორც კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ხუციშვილმა აღნიშნა, დამნაშავე პირებისათვის არაადეკვატური სახდელის შეფარდება იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ გამოძიებაც ასევე არაობიექტურად ჩაივლის. ამიტომ ეს პროცესი სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ინციდენტისას „საზოგადოებამ ხელისუფლება ნიღბის გარეშე დაინახა“.

როგორც ასოციაციის - "კანონი ხალხისთის" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, ზუგდიდის საპროტესტო აქციის დარბევის რეაგირების გარეშე დატოვება იმას ნიშნავს, რომ 2 ნოემბერს, თბილისში „წახალისებულ ძალადობას მივიღებთ“.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები