კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაზარალებული სიღნაღელები საქართველოს პრეზიდენტს საპროტესტო აქციით ხვდებიან

1 ნოემბერი, 2007
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების მიუხედავად, სიღნაღის პოლიციამ დააკმაყოფილა ვინმე ბაჩანა დავლიანიძის მოთხოვნა და ძალის გამოყენებით გაათავისუფლა ქალაქის ცენტრში მდებარე ფართი, რომელიც სიღნაღელებს მანანა მაჭარაშვილს, თამარ თარაშვილს და სხვებს ძალით გააყიდინეს. საკუთრების უფლების ხელყოფისას მესაკუთრეებზე ფსიქიკურ ზეწოლას ახდენდნენ. ძალადობას და თავისუფლების აღკვეთის მუქარას. გარდა ამისა, მესაკუთრე თამაზ გორელიშვილის ქონება საგადასახადო ინსპექციის მიერ იყო დაყადაღებული და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მისი გასხვისება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო.

მესაკუთრეებზე ზეწოლა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც მათ უფლებების უხეშად ხელყოფის გამო, უფლებადაცველებს და პროკურატურას მიმართეს. ფინანსური პოლიცია მომჩივანებს და მათი ოჯახის წევრებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით ემუქრება.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბარში მანანა მაჭარაშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში სიღნაღი ნაწილობრივ კი განახლდა, მაგრამ იქ ადგილობრივი  ქართველებისთვის ცხოვრება შეიზღუდა.

უფლებაშელახული ადამიანები ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ არასამთავრობოებთან ერთად, 2 ნოემბერს, პარასკევს, სიღნაღში პროტესტის ნიშნად მშვიდობიანი აქციის გამართვას აპირებენ. მათ სურთ ამ დღეს სიღნაღში სტუმრად ჩასული საქართველოს პრეზიდენტის ყურადღება მიიპყრონ. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს” კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, 2 ნოემბერს სიღნაღს მიხეილ სააკაშვილთან ერთად, სხვა ქვეყნების პრეზიდენტებიც ესტუმრებიან.

გელა მთივლიშვილი, კახეთი.

ახალი ამბები