კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ბესელია: ირაკლი ოქრუაშვილს ხელისუფლებამ საქართველო დაატოვებინა

1 ნოემბერი, 2007
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, ხელისუფლებამ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აიძულა საქართველო დაეტოვებინა.

„მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოქრუაშვილს სახლში მიაკითხეს, დაემუქრნენ, საფრანგეთის ვიზა და პასპორტი მისცეს და საფრანგეთის მიმართულებით გაამგზავრეს.

ბესელიას მტკიცებით, ამ აქციის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეები იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩო ახალაიას თანამშრომლები.

ბესელიას განმარტებით, მას ოქრუაშვილმა პირადად შეხვედრისას დაუდასტურა, რომ 2 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლას აპირებდა.

„ეროვნული ფორუმის“ ხელმძღანელმა კახა შარტავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდა, არ დაემორჩილონ ხელისუფლების ბრძანებებს და „არ ჩაიდინონ დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე“.

წყარო: მედიანიუსი


ახალი ამბები