კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედაქალაქისკენ მიმავალ ხალხს პატრული გადაეღობა

1 ნოემბერი, 2007
თბილისისაკენ, აქციაზე მომავალი პირველი მიკროავტობუსები ქუთაისის გასასვლელთან დღეს, დილის 5 საათზე გამოჩნდნენ. თუმცა, საპატრულო პოლიციამ აქციის მხარდამჭერებს სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა.

„პრობლემები გუშინდელი დღიდან შეგვექმნა. იყო სერიოზული ზეწოლა პატრულის თანამშრომლებისგან. ამ დილით, როცა უკვე მიკროავტობუსებს ველოდებოდით, მძღოლებმა განგვიცხადეს, რომ მათ უკლებლივ ყველას ჩამოართვეს მართვის მოწმობები. ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვა მანქანებში გადავჯექით, მაგრამ ქუთაისის გასასვლელთან პატრულმა საჯარიმოებში ჩაგვიყენა ტრანსპორტი და ამ დრომდე ადგილიდან ვერ დავიძარით“,- აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ნატო ქათამაძე.

ოპოზიციურ პარტიებს სერიოზული დაბრკოლება ქუთაისის მთავარ გასასვლელთან შეხვდათ. რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა პატრულის თანამშრომლებსა და აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს შორის შეხლა-შემოხლას. თუმცა, ვითარება მალევე დაცხრა.

„გუშინ სააკაშვილმა ქუთაისში ხალხი რაიონებიდან ჩამორეკა და სისულელეები ასმენინა. მერე ფეიერვერკით გაგვაოცა, ვითომ მშიერ ხალხს ამით დააცხრობს. დღეს კი ჩვენ, მშვიდობიან მოქალაქეებს, დედაქალაქისკენ მიმავალ გზას გვიკეტავენ და გვაიძულებენ, უკან გავბრუნდეთ. მე ოთხი შვილის დედა ვარ და ვაცხადებ, რომ უკან არ დავიხევთ და ფეხით რომ განვაგრძოთ გზა, თბილისამდე მაინც ჩავალთ. დაიღალა ხალხი ამდენი უსამართლობით“,- განაცხადა პატრულის საცობში მოხვედრილმა ქუთაისელმა მარინა გიორგაძემ.

იგივე განწყობა აქვს ქუთაისის მთავარ, ე.წ. საღორიის გასასვლელთან მობილიზებულ ათასობით მოქალაქეს, რომელიც იმერეთის რაიონებიდან მომხრეების შემოერთებას ელოდება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ დაბრკოლებები თბილისამდე კიდევ ბევრჯერ შეხვდებათ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი


ახალი ამბები