კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმი-თბილისის მატარებელზე ბილეთებს არ ყიდიან

6 ნოემბერი, 2007

2 ნომებრიდან, ბათუმი-თბილისი მატარებლის ბილეთი ბათუმის რკინიგზის სადგურის სალაროში აღარ იყიდებოდა. მიზეზი - საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებია.

მოლარეების განცხადებით, ყველა ბილეთი გაყიდულია. ასეთი განცხადებები კეთდება მაშინ,  როცა მატარებელი ცარიელი მოძრაობს. ამას პირად საუბარში, სადგურის დაცვის თანამშრომლები ადასტურებენ.

მახინჯაურის ცენტრალური ვაგზლის უფროსის, ლევან კაიკაციშვილის თქმით, კომპიუტერულ სისტემას დროებით პრობლემა  შეექმნა.

ბათუმში, მატარებლის ბილეთის შეძენა მახინჯაურის სადგურის სალაროს გარდა ფოსტაში და ჯორჯიაშვილის ქუჩაზეც შეიძლება. თუმცა, ამ დღეების მანძილზე ბილეტის ყიდვა, სხვადასხვა მიზეზებით აქაც შეუძლებელი იყო.

გუშინ კი, დაახლოებით 30-მდე მგზავრმა მოახერხა ბილეთის შესყიდვა მედიის თანდასწრებით. მახინჯაურის სადგურის ცნობათა ბიუროს წარმოამდგენლის თქმით, 70% ბილეთებისა გაიყიდა. მაშინ როცა, თვით მატარებელი მხოლოდ 10 ვაგონია და თითოეულ ვაგონში 36 ადგილია.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები